მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
სამუშაოების განმავლობაში ავტომობილები გადაადგილებას ალტერნატიული გზის გამოყენებით შეძლებენ. შეზღუდვა ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.