პარლამენტი, 69 ხმით პლენარული სხდომის ფორმატში, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი კოდექსის პირველი მოსმენით განხილვას დღეს გააგრძელებს, რის შემდეგაც დეპუტატები კოდექსში შესატან ცვლილებებს კენჭს უყრიან.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე აცხადებს, მათ მიერ წარდგენილი კოდექსი თავდაცვის ძალების მართვისა და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით შემუშავდა.
განსხვავებული პოზიცია აქვთ „გირჩის“ დეპუტატებს, ისინი აღნიშნული კოდექსის პირველი მოსმენით განხილვას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ,,ქართულ ოცნებას" კოდექსის ბოლომდე გატანის საშუალებას არ მისცემენ.