ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის 2022 წლის ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია ის სამუშაო, რომელიც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გასული წლის განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით განახორციელა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ანგარიშში უკრაინისა და სხვა მოწყვლადი პარტნიორების მხარდაჭერაზეც არის საუბარი და ნათქვამია, რომ ნატო-ს ლიდერები ვალდებულნი არიან, გააგრძელონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინისადმი, რადგან ის იცავს საკუთარ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას რუსული აგრესიისგან.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ახალ ზომებზე, რათა გააძლიერონ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის.