გიორგი რუხაძე - სი ძინპინს დასუსტებული პუტინი დახვდა, ის შეეცდება, ვიზიტიდან მაქსიმალური წამოიღოს და გავლენები გააფართოოს - პუტინი არ არის იმ პირობებში, რომ რამე უკარნახოს ჩინეთის პრეზიდენტს - Palitra News

გიორგი რუხაძე - სი ძინპინს დასუსტებული პუტინი დახვდა, ის შეეცდება, ვიზიტიდან მაქსიმალური წამოიღოს და გავლენები გააფართოოს - პუტინი არ არის იმ პირობებში, რომ რამე უკარნახოს ჩინეთის პრეზიდენტს

2023-03-21 22:08:13+04:00

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის გიორგი რუხაძის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინის მოსკოვში დასუსტებული პუტინი დახვდა და ჩინეთის პრეზიდენტი შეეცდება ვიზიტიდან მაქსიმალური წაიღოს.

როგორც რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „პოლიტიკური სივრცე“ ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მოსკოვში ჩასვლასთან და უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის როლთან დაკავშირებულ თემაზე საუბრისას განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის იმ პირობებში, რომ რამე უკარნახოს ჩინეთის პრეზიდენტს.