პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ევროპის მომავლის შესახებ თავისი ხედვა წარმოადგინა. მისი თქმით, სოვერენული ეროვნული სახელმწოფოების მიერ შექმნილ ევროპას ალტერნატივა არ აქვს. თავის გამოსვლაში მორავეცკიმ ასევე მკაცრად გააკრიტიკა ევროკომისია, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პოლონეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რადგან პოლონეთი ევროკავშირის სამართლის პრინციპის უზენაესობას ეჭვქვეშ აყენებს.