რუსეთის დედაქლაქ მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის სამდღიანი ვიზიტი გრძელდება. მედიის ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტსა და ვლადიმერ პუტინს შორის მორიგი მოლპარაკებები კრემლში რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ოფიციალური შეხვედრის ცერემონიის შემდეგ, მხარეებმა მოლაპარაკებები ვიწრო ფორმატში გააგრძელეს. შეხვედრას რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებოდნენ. სი ძინპინი რუსეთს, ჩინეთის პრეზიდენტად მესამე ვადით არჩევის და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ეწვია.