საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ახალგაზრდებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას სრულიად მიუღებელს უწოდებს. ზურაბიშვილის მოსაზრებას ოპოზიციის წარმომადგენლები სრულად იზიარებენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ.