პარლამენტმა, 69 ხმით პლენარული სხდომის ფორმატში, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი კოდექსის პირველი მოსმენით განხილვას მხარი დაუჭირა, ხოლო პარტია “გირჩის“ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ კანონპროექტი ჩააგდო. პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხები განსხვავებულად დარეგულირდება. აღნიშნული კოდექსის პირველი მოსმენით განხილვას პარტია ,,გირჩის" დეპუტატები ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ,,ქართულ ოცნებას" კოდექსის ბოლომდე გატანის საშუალებას არ მისცემენ.