ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს დაეთმო. ასევე აღინიშნა ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევასა და პროგრესს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კონტექსტში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს.