ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე. ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცოფა დეპუტატებმა- ხატია დეკანოიძემ და ირაკლი ზარქუამ მიაყენეს. დაპირისპირებაში ჩაერთო ირაკლი კობახიძეც. სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ხათუნა სამნიძესა და დაჩი ბერაიას შორისაც. მიზეზი ორივე შემთხვევაში, ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტი იყო.