ნეტფლიქსის საკულტო სერიალის “გვირგვინის” ახალი, მეექვსე და ბოლო სეზონის გადაღებები უკვე დაწყებულია. მეხუთე სეზონის მთავარი გმირი პრინცესა დიანა გახდა, რომლის როლიც ელიზაბეთ დებიკიმ შეასრულა. bოლო სეზონში დებიკი განაგრძობს ლედი დის როლის შესრულებას, ამავე სეზონში ვიხილავთ პრინცესას ტრაგიკულ გარდაცვალებას. Პრინცი ჩარლზის როლს ასევე კვლავ დომინიკ ვესტი შეასრულებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მეექვსე სეზონი გვიანი 1990-იანი წლებიდან მოვლენებს ასახავს. მაყურებლებისთვის ყველაზე საინტერესო სიახლე კი, უკვე გავრცელდა: პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის პერსონაჟების ფოტოები გადასაღები მოედნიდან ინტერნეტში გუშინ გამოჩდნა.
გასული წლის 2 სექტემბერს, Deadline-მა გაავრცელა სიახლე იმის შესახებ, რომ გრძელვადიანი და რთული ქასთინგების შემდეგ, “გვირგვინმა” შეარჩია მსახიობები პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის როლებისთვის. არჩევანი ედ მაკვეიზე გაკეთდა, რომელიც უილიამს სტუდენტობის პერიოდში განასახიერებს, ხოლო ამავე პერიოდის მომავალ კემბრიჯის ჰერცოგინიას მეგ ბელამი ითამაშებს. ორივე მსახიობისთვის ეს სამსახიობო დებიუტი იქნება. მეექვსე სეზონის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არაა.