"როგორ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი" - ევროპული საქართველოს ლიდერებმა და პარტნიორიმა ორგანიზაციებმა საკითხზე საკუთარი ხედვა წარადგინეს.
მათი თქმით, 7-9 მარტს მიმდინარე მოვლენებმა და საზოგადოებრივი მოძრაობა ხალხის ძალის მიერ მომზადებული კანონპროექტის პროტესტმა ნათლად აჩვენა, რომ “საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიტიკურ სპექტრს არ ენდობა”.ევროპული საქართველოს ლიდერების განცხადებით, მოქალაქეების პროტესტმა რეჟიმი შეაშინა, თუმცა არ გარდაუქმნია, ამიტომ საჭიროა საზოგადოებასთან კომუნიკაცია და სიცხადე მოვლენების შეფასებისას.