2023 წლის მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოვლინდა. უკვე მეექვსე წელია რეიტინგის სათავეში ფინეთია. სკანდინავიური ქვეყანა და მისი მეზობლები დანია, ისლანდია, შვედეთი და ნორვეგია სრულად აკმაყოფილებენ იმ პარამეტრებს, რომლებსაც ანგარიში თავისი დასკვნის გასაკეთებლად იყენებს. ესენია: ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობა, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, დაბალი კორუფცია, კეთილშობილება საზოგადოებაში, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება. ისრაელი შარშანდელი მე-9 ადგილიდან წელს მე-4 ადგილზე ავიდა. ათეულში ასევე არიან: ჰოლანდია, შვეიცარია, ლუქსემბურგი და ახალი ზელანდია. რაც შეეხება საქართველოს, 149 ქვეყანას შორის წელს ის 90-ე პოზიციას დასჯერდა. ანგარიში, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პუბლიკაციაა, გლობალური გამოკითხვის მონაცემებს 150-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გამოკითხვას ეყრდნობა.