საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის" რეგულაციის ფარგლებში, ზედამხედველობის წესის დარღვევისთვის, მიმდინარე წელს ვალუტის გადამცვლელი 60 პუნქტი დააჯარიმა. სრულად 2022 წლის განმავლობაში კი 140 სავალუტო ჯიხური დაჯარიმდა. 2023 წელს ჯარიმის ჯამურმა მოცულობამ 617 000 შეადგინა. წელს იგივე ზედამხედველობის ფარგლებში რეგულატორმა 2 კომერციული ბანკი და 3 მიკრო საფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან, ფუნქციონირებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის დისტანციური ზედამხედველობის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს დაამუშავოს და გააანალიზოს ზედამხედველობას დაქვემდებარებული თითოეული სუბიექტისგან მიღებული ინფორმაცია და დისტანციურად განისაზღვროს როგორც ინდივიდუალური სუბიექტის რისკ-პროფილი, ისე შესაბამის ფინანსურ სექტორთან დაკავშირებული რისკები.