2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი გახდა, დაახლოებით 133 მლნ დოლარით. ეს მაჩვენებელი 2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, 191.7%-ით არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოდან სომხეთში გავიდა მსუბუქი ავტომობილები, დაახლოებით 50 დოლარის ღირებულების; ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, დაახლოებით 20 მილიონი დოლარის; ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა, დაახლოებით - 3,5 მილიონი დოლარის. ათეულშია ასევე ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, სატვირთო ავტომობილები, ციტრუსების ნაყოფი, წყლები და სამკურნალო საშუალებები