2023 წელს, ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმი მასშტაბურ სანახაობრივ მიღებას – MET GALA-ს ლეგენდარულ დიზაინერს, კარლ ლაგერფელდს უძღვნის.
რამოდენიმე თვის წინ, ამ ინფორმაციის პარალელურად ცნობილი გახდა რომ ლაგერფილდის შესახებ ბიოგრაფიულ მინი სერიალს გადაიღებენ, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ჯარედ ლეტო შეასრულებს. რაც შეეხება დიზაინერის პერსონაჟს, დენიელ ბრიული განასახიერებს.
ექვსნაწილიანი სერიალი კარლ ლაგერფელდის შემოქმედებითი კარიერის აღზევების ისტორიაზე ფოკუსირდება. ისტორია გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება. ამ პერიოდში ლაგერფელდმა მიზნად დაისახა, რომ ყველაზე ცნობილი და გავლენიანი დიზაინერი გამხდარიყო ფრანგულ მოდაში. სერიალი ასევე აღწერს ლაგერფელდის დაპირისპირებას ივ სენ ლორანის პარტნიორთან – პიერ ბერჟესთან. სერიალში მაყურებელი დიზაინერის სასიყვარულო ისტორიასაც იხილავს, რომელიც ჟაკ დე ბაშერს უკავშირდებოდა.
სერიალის გადაღებები უკვე რამოდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. https://youtu.be/J8P_-dVkE14