South Park-ის ახალი ეპიზოდის სცენარის თანაავტორი ხელოვნური ინტელექტი ChatGPT-ია.
ანიმაციურ ეპიზოდზე ხელოვნურ ინტელექტთან ერთად შოუს ერთ-ერთი დამფუძნებელი ტრეი პარკერი მუშაობდა.
26-ე სეზონის მე-4 ეპიზოდის სახელია Deep Learning. სიუჟეტის მიხედვით საუს პარის სკოლის მოსწავლეები აღმოაჩენენ ChatGPT-ის, რომელიც მათ საშინაო დავალებების დაწერაში ეხმარებათ. რამდენიმე ბიჭი კი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სკოლელ გოგონებთან ლაპარაკს გადაწყვეტს.
ChatGPT ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ერთ-ერთი კომპანიის, OpenAI-ს მიერ შექმნილი ჩატბოტია, რომელსაც ონლაინ დასმულ კითხვებს სცემს პასუხს. ჩატბოტს ასევე შეუძლია ესეების, მოკლე მოთხრობებისა და პოემების დაწერა.
ტეილორ სვიფტმა კონცერტის დროს 44 სიმღერა შეასრულა
5 წლის შემდეგ ტეილორ სვიფტმა ტური გამართა. ბოლო წლების განმავლობაში, მომღერალმა 4 სტუდიური ალბომი გამოუშვა, მათ შორის “Folklore”, რომელმაც ტეილორს გრემის ჯილდო მოუტანა. Eras Tour გლენდეილში, არიზონაში გაიხსნა 3 საათიანი კონცერტით, რომელსაც 80.000 ადამიანი დაესწრო. ტეილორმა რეპერტუარიდან 44 სიმღერა შეასრულა.
კონცერტის გამხსნელი ერა ალბომი “Lover” გახდა, რომლის სიმღერებიც ტეილორმა Versace-ს თვლებით გაფორმებული ბოდეთი და Christian Louboutin-ის ფეხსაცმლით შემოსილმა შეასრულა. https://youtu.be/oeATj38MGWA