აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია „კოვიდ-19“-ის წარმომავლობასთან დაკავშირებული გასაიდუმლოებული ინფორმაციის შესწავლას გააგრძელებს, მათ შორის გავრცელებულ ცნობებეს, რომელთა მიხედვითაც ვირუსის გავრცელება შესაძლოა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან იყოს დაკავშირებული.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია რაც შეიძლება მეტ მსგავს ინფორმაციას გაასაჯაროებს და საზოგადოებას წარუდგენს. ბაიდენის მტკიცებით, გამოძიების მთავარ მიზანს მომავალში მსოფლიოში პანდემიების გავრცელების თავიდან აცილება წარმოადგენს.