იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა მოუოდნელი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა, - ინფორმაციას CNN-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის პრემიერი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
იაპონური მედია იუწყება, რომ კიშიდამ უკვე დატოვა ინდოეთი, სადაც პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდა და უკრაინისკენ მიემგზავრება.
იაპონური მედია წერს, რომ ფუმიო კიშიდას ვიზიტი იქნება პირველი შემთხვევა „მეორე მსოფლიო ომის“ შემდეგ, როდესაც იაპონიის პრემიერი ეწვევა ქვეყანას ან რეგიონს, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.