პარტია "ლელოს" წევრები, მარტის საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადვოკატებს შეხვდნენ.
პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, იურისტები ამ ადამიანების უფლებების დაცვისთვის ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ.
ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მმართველი გუნდი პანიკაშია, რადგან არსებობენ მებრძოლი ადამიანები, რომლებიც სისტემას წინააღმდეგიბას უწევენ.