მთავრობამ მიიღო ზომები ზოგიერთი ოფიციალური პირის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა- ამის შესახებ მსოფლიოში, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშშია საუბარი. როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, მთავრობის წარუმატებლობამ, სარწმუნო გამოძიება ჩაეტარებინა და სამართლებრივი დევნა დაეწყო 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ, ამ სამართალდარღვევების კუთხით დაუსჯელობა გამოიწვია.