ევროპის თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ პროექტს და წევრი სახელმწიფოების ეროვნული მარაგების შესავსებად 18-მა სახელმწიფომ, ევროკავშირის 17-მა წევრმა ქვეყანამ და ნორვეგიამ, მოაწერა ხელი.
სააგენტოს ცნობით, პროექტი გზას უხსნის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ნორვეგიას მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინას საარტილერიო ჭურვები უფრო სწრაფად მიწოდონ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის მომავალი ერთი წლის განმავლობაში 2 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალების გაგზავნა შეათანხმა. ევროკავშირი უკრაინას ერთ მილიონ საარტილერიო ჭურვს გაუგზავნის.