ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ანიმირებული მანგას "ტყე ჩემი მეგობარიას" ჩვენება გაიმართა, რომელსაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, კახა ცერცვაძე, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნიკ ბერესფორდი და იაპონიის ელჩის მოადგილე, სუძუკი ტოშიუკი.
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა.