საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ცნობილი ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი, გელა ჩივიაშვილი და ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი, ეთერ კიღურაძე.
საინფორმაციო კამპანიის მიზანია, სიმსივნური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაცია.