გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას ოპოზიციაში იწუნებენ. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა რიგგარეშე არჩევნების იდეით ოპოზიციას გაერთიანება შესთავაზა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ვადამდელი არჩევნები “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთ გამარჯვებას მოუტანს. ხელისუფლების ოპონენტები ოპოზიციურ ერთობას “ევროპული იდეის” გარშემო კოლაბორაციაში ხედავენ.