სამი ოპოზიცური პარტია - სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ევროპელი პარტინიორების მთავარ გზავნილებზე და საქართველოს ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს. „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერების განცხადებით, საქართველოში 7-8 მარტს მიმდინარე მოვლენებმა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ ხალხის ძალის“ მიერ მომზადებუდული კანონპროექტის პროტესტმა კვლავ გააჩინა შანსი - ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. მათი შეფასებით, სტრასბურგსა და ბრიუსელში ნათლად ხედავენ , რომ ქართველი ხალხის მიზანი ქვეყნის ევროპული მომავალია, თუმცა ხელისუფლებას სრულიად განსხვავებული მიზნები აქვს. ოპოზიცინერი პოლიტიკოსები თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მისაღებად საჭიროა: შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტი, შეწყდეს თავდასხმები საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებზე და დალაგდეს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის.