ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში არანაირი განაცხადი არ შესულა. მისი განმარტებით, ასეთი მოთხოვნის შესვლის შემთხვევაში უწყება მას ოპერატიულად განიხილავს და შესაბამისის დოკუმენტაციის არსებობის პირობებში ჯანდაცვის სამინისტრო დასტურს გასცემს. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განმარტებით კი, იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ უშუალოდ მსჯავრდებული, მიხეილ სააკაშვილი ან ოჯახი კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას წარადგენს.