ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ლიმანის, ბახმუტის, ავდივის, მარინისა და შახტარის მიმართულებით აგრძელებს. გენშტაბის განცხადებითვე, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა აღნიშნულ მიმართულებებზე მტრის 69 თავდასხმა მოიგერიეს. აგრესორი ქვეყნის ძალები, მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებლებს ბომბავენ, არის მსხვერპლი.
დიდია მტრის დანაკარგებიც. უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში რუსული ძალების განთავსების სტრატეგიულ ობიექტებსა და იარაღის საცავზე შეტევები განახორციელეს.