2022 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით (თითქმის 310 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.
ამასთან, 2022 წლის მე-4 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი დაახლობით 1 411 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების - 2 123 ლარით. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 258 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 355 ლარი. ამასთან, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში 2022 წლის მეოთხე კვარტალში - თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ლიდერობს. თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ეკონომისტი ოთო აბესაძე