საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან პარტია „ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ჯგუფი შეუშვან.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ხელისუფლება პოლონელ ექიმებს საქართველოში ჩამოსვლისა და კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების საშუალებას არ აძლევს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი „პუტინის პატიმრობაში არ მოკვდეს“.