პრემიერ-მინისტრი დღეს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს - Palitra News

პრემიერ-მინისტრი დღეს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს

2023-03-20 12:08:38+04:00

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც ღარიბაშვილი ახალ მინისტრს წარადგენს.

არსებული ინფორმაციით, განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელს დეპუტატი გიორგი ამილახვარი შეცვლის.