ლა ლიგის 26-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „რეალი“ 2:1 დაამარცხა.
„ბარსამ“ „ბლანკოსს“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამედ სძლია და ჩემპიონობას მიუახლოვდა.
მეცხრე წუთზე ვინისიუსის ჩაწოდებული ბურთი არაუხომ საკუთარ კარში ჩაჭრა და „სამეფო გუნდი“ დაწინაურდა. ეს XXI საუკუნეში კლასიკოში გაშვებული პირველი ავტოგოლია. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ სერხი რობერტომ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში მართლაც თვალსასეირო თამაში წავიდა, ორმხრივი შეტევებით, მე-80 წუთზე ასენსიომ ტერ შტეგენის კარი დალაშქრა, მაგრამ VAR-მა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალა, კომპენსირებულ დროში კი კესიემ გამარჯვება „ბარსას“ მოუპოვა. ეს „ლა ლიგაში“ კესის პირველი გოლი იყო.
ასე და ამგვარად, კატალონიურმა გუნდმა „რეალი“ 12 ქულით ჩამოიტოვა და 1-ელ აპრილს გასვლაზე „ელჩეს“ დაუპირისპირდება, ხოლო „რეალი“ 2 აპრილს „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებს.