რუმინეთში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ზღვის ფარი 2023" გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოც მიიღებს. რუმინული მედიის ცნობით, სამხედრო წვრთნებში 12 ქვეყნის 3 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ამავე ცნობით, ეს არის ყველაზე კომპლექსური სასწავლო ღონისძიება, რომელიც რუმინეთის საზღვაო ძალებმა მიმდინარე წელს დაგეგმა.
წვრთნებში რუმინეთის გარდა მონაწილეობას ათობით ქვეყანა, მათ შორის საქართველოც მიიღებს.
მედიის ცნობით, წვრთნები რუმინეთის ინიციატივებისა და ინტერესების ხელშეწყობას რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, ასევე მონაწილე ძალებს შორის თავსებადობის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.