ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთს დღეს ეწვევა. დაგეგმილია სი ძინპინსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრაც. ვიზიტის დროს რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებშივე ხელი რამდენიმე მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტსაც მოეწერება.
ვლადიმერ პუტინი ჩინელ კოლეგას „ძველ კარგ მეგობარს“ უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთი მის ვიზიტზე დიდ იმედებს ამყარებს. მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთის მზადყოფნას კონფლიქტის მოგვარების კუთხითაც მიესალმება.
რუსულ მედიაში ვრცელდება ჩინეთის პრეზიდენტის კომენტარიც, სი ძინპინის თქმით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები მკაფიო ისტორიული ლოგიკის მიხედვით ვითარდება.