უკრაინელები ვინარჩუნებთ ერთიანობას! - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტის ხაზზე კვლავ მძიმე ვითარებაა, ოკუპანტი ქვეყანა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევებს კვლავ აგრძელებს. მისივე თქმით, გასული დღეების განმავლობაში მძიმე ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს, ხერსონის, კრამატორსკის, ზაპოროჟიესა და ბახმუტში.
უკრაინის პრეზიდენტრის თქმითვე, გასულმა კვირამ აჩვენა მსოფლიოს მხარდაჭერა უკრაინისადმი და შესაბამისი ნაბიჯები აგრესორი ქვეყნისა და მისი პრეზიდენტის წინააღმდეგ.