იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები მთავრობაში? - მმართველი პარტია ადასტურებს, რომ ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად განათლების მინისტრის ჩანაცვლებაზეც იყო საუბარი. გარდა ამისა, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ მმართველ პარტიას ის ცალკეული დეპუტატები ტოვებენ, რომლებისთვისაც ე.წ აგენტების კანონპროექტი მიუღებელი აღმოჩნდა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მითი "ქართული ოცნების" ერთიანობის შესახებ სულ მალე დაისმხვრევა.