იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები მთავრობაში - საპარლამენტო უმრავლესობა ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბორჯომში გამართულ გასვლით შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად განათლების მინისტრის ჩანაცვლებაზეც იყო საუბარი. რაც შეეხება უმრავლესობიდან წევრების გამოყოფის საკითხს - ოცნება დეტალებზე საუბრისგან თავს ამ დრომდე იკავებს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ მმართველ პარტიას ის ცალკეული დეპუტატები ტოვებენ, რომლებისთვისაც ე.წ აგენტების კანონპროექტი მიუღებელი აღმოჩნდა. ოპოზიცია აცხადებს რომ მითი ქართული ოცნების ერთიანობის შესახებ სულ მალე დაისმხვრევა.