მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ირლანდიელი მომღერლის Lyra-ს მიერ შესრულებული სიმღერის ფონზე, პროფესიონალ მოცეკვავე და ქორეოგრაფ მაიკლ დანილჩუკთან ერთად ცეკვავს.
„ეს იყო დაუჯერებელი გამოცდილება“,- წერს სალომე ჭაჭუა.
ვიდეომ დიდი მოწონება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.