მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი ეკრანებზე ისევ ერთად ბრუნდებიან. ამჯერად სერიალ „ნამდვილი დეტექტივის“ ვარსკვლავები ახალ კომედიურ ფილმში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც Apple TV + იღებს. როგორ ფილმის შემქმნელები ამბობენ, პროექტი 53 წლის მაკკონაჰისა და 61 წლის ჰარელსონის უცნაურ მეგობრობაზე გვიყვება, რადგან მსახიობები ფილმში საკუთარ თავებს განასახიერებენ.
შეგახსენებთ, რომ ჰარელსონისა და მაკკონაჰის მონაწილეობით გადაღებული სერიალი „ნამდვილი დეტექტივი“, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული იყო HBO-სთვის. სერიალი „ემმის“ სატელევიზიო პრემიის ტრიუმფატორიც გახდა.