რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ანექსირებული ყირიმის შემდეგ ახლა უკვე დროებით ოკუპირებული დონბასის რეგიონის ქალაქ მარიუპოლში ჩავიდა. რუსული მედიის თანახმად, პუტინი დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში ვერტმფრენით ჩაფრინდა. მან სამხედროების მიერ ახალგაშენებული საცხოვრებელი და რამდენიმე ოჯახი მოინახულა. რუსული პროპაგანდისტული მედიით ვრცელდება, ვიდეომასალაც, სადაც პუტინი ავტომობილიოთ გადაადგილდება. პუტინი ყირიმში გუშინ, 18 მარტს, ნახევარკუნძულის ანექსირების მეცხრე წელს ჩავიდა.