„დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება აუცილებლად მოხდება” - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Palitra News

„დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება აუცილებლად მოხდება” - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

2023-03-19 12:29:35+04:00

დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება აუცილებლად მოხდება, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის მე-9 წლისთავს და ყირიმში ვლადიმერ პუტინის ვიზიტს. უკრაინის საგარეო უწყება გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 9 წლის წინ 16 მარტს რუსეთმა “ყირიმის სტატუსის შესახებ” უკანონო რეფერენდუმი ჩაატარა, ხოლო 18 მარტს კი მისი უკანონო ანექსია მოახდინა.უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, 9 წლის განმავლობაში ყირიმის ნახევარკუნძული კრემლის დანაშაულებრივი რეჟიმისგან იტანჯება, რომელმაც იგი სამხედრო ფორპოსტად, თავისუფლების ნაკლებობისა და დევნის სივრცედ აქცია.