აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის სპეცტექნიკა დასავლეთ საქართველოშია მობილიზებული. აბაშაში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველ ეტაპზე მონიტორინგი საკარმიდამო ნაკვეთებში მიმდინარეობს. მონიტორინგის საბოლოო შედეგების საფუძველზე დაიგეგმება წამლობები თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდებით. სპეციალისტების მიერ უკვე შემოწმდა წამლობისთვის საჭირო განახლებული ავტოპარკი და სპეცტექნიკის გამართულობა.