ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერის გაცემის გადაწყვეტილებას ქართველი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. ქართულ ოპოზიციაში პუტინს ომის დამნაშავედ მოიხსენიებენ და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულად აფასებენ. “ქართულ ოცნებაში” კი აღნიშნავენ, რომ პუტინის ქმედებებს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც უნდა მიეცეს. კიდევ რას ამბობენ ქართველი პოლიტიკოსები და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები, ამაზე უფრო მეტს ჩვენი ჟურნალისტი, მაგდა ხვიჩია გვეტყვის.