საქართველოს პროკურატურამ, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სარეკლამო კომპანია შპს ,,პრო მედიას“ ყოფილმა სარეკლამო მენეჯერმა უნებართვოდ შეაღწია კომპანიის ანგარიშზე და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათიდან 345,303.07 ამერიკული დოლარი მის მიერ შექმნილ „გუგლის“ ანგარიშებზე გადარიცხა. აღნიშნული ქმედებით კომპანია შპს ,,პრო მედიას“ დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიადგა.