პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განიხილეს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა, რომლის შესახებაც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა.
საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს და ყურადღება დაეთმო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.