უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. დღეს დილიდან რუსული ავიაიერიშის გამო უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით რუსეთის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. საომარი მოქმედებების ერთ-ერთ მთავარ წერტილად კვლავ ქალაქი ბახმუტი რჩება, რომლის აღებასაც რუსები ომის დაწყებიდან დღემდე უშედეგოდ ცდილობენ.