"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ყოფილი პოლიციელის ნატალია ზარდიაშვილის პატიმრობას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. ხატია დეკანოიძემ მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლობა უწოდა და თქვა, რომ 2020 წელს მომხდარ ინციდენტში ზარდიშვილი უდანაშაულო იყო, რადგან მან მის სამუშაო ადგილას შესაძლო დანაშაულებზე საჯაროდ ისაუბრა. დეკანოიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს ყოფილი პოლიციელის დაცვას სთხოვს. ცნობისთვის, გუშინ დაცვის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ნატალია ზარდიაშვილს გამოძიება პაციენტზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავება, მსჯავრდებული კი ამბობს, რომ ეს მის მიერ გამოვლენილი სისტემური დანაშაულის გამო შურისძიებაა. ზარდიაშვილის თქმით, მან ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული უკანონობა ამხილა. შურისძიებასთან ერთად, მსჯავრდებული პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს.