სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იაპონიის საელჩოსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა პროექტ „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერის“ შედეგები შეაჯამეს.
პროექტი იაპონიის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 920,000 ამერიკული დოლარი შეადგინა.
პროექტის ფარგლებში, სრულად აღიჭურვა სამი „საქმიანი ეზო“, ჯიღაურაში, ძეგვსა და ქვემო ლისში.