ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. ოპოზიცია ჯეიმს კლევერლის გზავნილებს ეხმაურება, რომელიც დამოუკიდებელი სასამართლოს რეფორმის გატარებას, ასევე მედიისა და სამოქალაქო სექტორის თავისუფლების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს გულისხმობდა. ოპოზიციის თქმით, კლევერლის ვიზიტმა და მოწოდებებმა დაადასტურა, რომ დასავლეთი საქართველოს ევროინტეგრაციასა და ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას მხარს ღიად უჭერს.