თითქმის სამწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ თბილისის მეტროს პირველ ხაზზე სადგური "გოცირიძე" გაიხსნა. "გოცირიძეზე" განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, გადაიხურა და გამაგრდა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი. ასევე, სადგური ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ სადგური დიდი ხნის განმავლობაში იყო დახურული. შეგახსენებთ, რომ მეტროსადგური "გოცირიძე" 2020 წლის ზაფხულში დაიხურა.